დიდ დიღომში რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება დროებით შეუწყდა.
13 დეკემბერს, 14:00 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა დიღმის რაიონში, პეტრე იბერის ქუჩა №4ა-1, №4ა-2, №4ა-3, №4ა-4, №4ა-5, №4ბ, №10, №12, №14, №16, I შესახვევი №3, I შესახვევი №5, I შესახვევი №7, I შესახვევი №11, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა №42, ტელევიზორების ქარხანა „ეკრანის“ მიმდებარედ, დიდი დიღმის I და I I I მიკრო რაიონებს შორის – ნაკვეთი 1/63-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების და კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე ამ ტეროტირიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.
გაზის მიწოდება აღდგება ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.
შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის.