თბილისში, გრიპის ვირუსის გამო, ოთხი კლინიკა 24 საათიან მომსახურებაზე გადავა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა განაცხადა.
მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ამ პერიოდში პაციენტთა რაოდენობა გაზრდილია, ოთხი კლინიკა – წინამძღვრიშვილის ქუჩაზე არსებული “საოჯახო მედიცინის ცენტრი”, ასევე”მედკაპიტალის” საოჯახო კლინიკის ცენტრები ისანი-სამგორის რაიონში, გლდანის რაიონსა და საბურთალოს რაიონში 24 საათიან რეჟიმზე გადავლენ.
„112-ში შესული ზარები დახარისხდება. გრიპის ვირუსთან დაკავშირებული შემთხვევებიდან ყველაზე გადაუდებელ შემთხვევებეზე სამედიცინო ბრიგადები გავლენ. დანარჩენი ზარები კი, რომლებიც არ იქნება გადაუდებელი, გადამისამართდება იმ საოჯახო მედიცინის ცენტრებში, რომლებიც დღეიდან გადავლენ 24 საათიან მომსახურებაზე“, -განაცხადა ბერძულმა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროტოკოლი შარშან იანვარ-თებერვალში მოქმედებდა.
მინისტრის მოადგილემ ასეევ აღნიშნა, რომ აღნიშნული პროტოკოლი მხოლოდ თბილისში ამოქმედდება, რადგან ამ ეტაპზე რეგიონებში სტაბილური ვითარებაა.
აღნიშნული კლინიკის ხელმძღვანელებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო შეხვდა.