ინდური წარმოშობის ბრიტანელ მწერალ სალმან რუშდის ნიუ-იორკში დაესხნენ თავს. Associated Press-ის ცნობით, ჩაუტოკას ინსტიტუტში, სადაც მწერალს ლექცია უნდა წაეკითხა, სცენაზე შევარდა კაცი და სალმან რუშდის ცემა დაუწყო.
თავდამსხმელი დაკავებულია, მწერლის მდგომარეობის შესახებ ამ ეტაპზე არაფერია ცნობილი. ის საკაცით შენობიდან გაიყვანეს და ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
1988 წელს რუშდიმ გამოსცა რომანი „ეშმაკეული აიები“, რომელმაც მუსლიმების მხრიდან პროტესტი გამოიწვია. რუშდი ღვთისგმობაში და ისლამის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. 1989 წელს ირანის აიათოლა რუჰოლა ხომეინიმ მწერალს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, რამაც დიდი ბრიტანეთსა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა გამოიწვია.
Salman Rushdie, who was stabbed at an event in New York, is being flown to hospital. No word on his condition pic.twitter.com/zQmOZH1jvG
— BNO News (@BNONews) August 12, 2022