იემენელი „ჰუსიტების“ ინფორმაციით, საუდის არაბეთის თავდასხმას სანაას რეგიონში 31 ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივი მედიის თანახმად, საუდის არაბეთის სამხედრო თვითმფრინავების იერიშის შედეგად დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები.
გავრცელებული ცნობით, ავიაიერიში ალ-შარიას უბანში ხუთ საცხოვრებელ სახლზე განხორციელდა. დანგრეული სახლების ნანგრევებიდან მსხვერპლთა ამოყვანის სამუშაოები ამჟამადაც გრძელდება. ამასთან, მედიის ცნობით, საბრძოლო თვითმფრინავებმა კიდევ ორი დარტყმა განახორციელეს სამაშველო ჯგუფებზეც.
იემენური მედიის თანახმად, საუდის არაბეთის ავიაციამ საჰაერო იერიში მიიტანა საადის რეგიონის საჰარის რაიონზე.
კომენტარები
