უკრაინის სახელმწიფო დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ოკუპანტები დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში აზოვსტალის დატყვევებული დამცველების საჩვენებელი “სასამართლო პროცესის” გამართვას გეგმავენ.
უწყების ცნობით, აგრესორები დაჩქარებულ რეჟიმში არემონტებენ მარიუპოლის ფილარმონიის გადარჩენილ შენობას, ხოლო სცენაზე აზოველებისთვის რკინის საკნებს დგამენ.
“ლეგიტიმურობისთვის“, ოკუპანტები ამზადებენ სპეციალურ „მოწმეებს“ და მოჰყავთ რასისტული „მედიის“ წარმომადგენლები“, – აცხადებენ დაზვერვაში.
ერთ-ერთი შესაძლო სცენარის მიხედვით, რუსებს შეუძლიათ ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანონ და ტრადიციულად, ჩადენილი დანაშაული უკრაინას დააბრალონ.
უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს 24 აგვისტოს აღნიშნავს.
კომენტარები
