საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ლუკა კურტანიძის განცხადებით, დავით კოღუაშვილი ”ქართული ოცნებიდან” ”დროზე უნდა გაეთრეს”.
ამის შესახებ კურტანიძე სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” თავის გვერდზე წერს.
”შოკირებული ვარ, გაცოფებული ვარ ვინმე კოღუაშვილის განცხადებით. კი არ უნდა წავიდეს, გაეთრეს დროზე ”ქართული ოცნებიდან”. ყველა ჭრილობა განმიახლდა. ასეთი ადამიანები ერის კაცის შექმნილ იდეაში და მით უმეტეს მის სახლოვეს ვერ იქნება. სიმწრის ცრემლები მახრჩობს. დავით კოღუაშვილო!!!”, – მიმართავს პარტია ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ახალ წევრს ლუკა კურტანიძე.
კომენტარები