ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივების ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცი მამის და არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოკლეს. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ახალგაზრდა მამაკაცს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რამდენიმე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა, მათ დანით 17-მდე ჭრილობა მიაყენეს.
“ორივე ბავშვი და მამა შეესწრო, ჩემი თვალით ვნახე ორივე ბავშვი მამის ცხედარზე იყო გადამხობილი”, – აცხადებს ადგილობრივი.
შეგახსენებთ, ტყიბულში, 35 წლის მამაკაცის დაჩეხვას მის ნათლულს, 18 წლის ახალგაზრდას ედავებიან. ახალგაზრდა მამაკაცი უკვე დაკავებულია.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები