შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას 1 წლით ითხოვენ. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, საქართველოს და სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკით, პატიმრისთვის სასჯელის გადავადების მაქსიმალური დრო სწორედ 1 წელია
რაც შეეხება იუსტიციის მინისტრ ბრეგაძის განცხადებას, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილს დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაუტარდეს, როგორც ხაჭაპურიძემ თქვა, მიხეილ სააკაშვილს ამასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო არაფერი აქვს და ის ექსპერტებთან ითანამშრომლებს.
“ალტერნატიულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს მათი გადასაწყვეტია. ხელისუფლება თუ დანიშვნას ექსპერტიზას, მიხეილ სააკაშვილის თანხმობის გარეშე შეუძლია ჩაატაროს. ქართული კანონმდებლობით, იძულების წესითაც შეუძლიათ ექსპერტიზის დანიშვნა მოსამართლის განჩინების საფუძველზე. ან რა აქვს საწინაამღმდეგო? ითანამშრომლებს“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ კლინიკა ვივა მედიდან გამოსვლის შემდეგ.