რელიეფის სირთულიდან გამომდინარე კვლავ მოხდა დამატებითი ცოცხალი ძალის შეყვანა, ასევე მძიმე ტექნიკის მობილიზება, – ამის შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი ზაუტაშვილმა სოფელ შილდაში მიმდინარე ხანძრის ქრობის სამუშაოებზე საუბრისას განაცხადა.
„მძიმე ტექნიკის მობილიზება განპირობებულია იმით, რომ ტყეში მოხერხდეს გზების გაყვანა, რათა არ მოხდეს ხანძრის გავრცელება. ვერტმფრენი ჩართულია ისეთ ლოკაციებში, სადაც, აქტიურად ვერ ხერხდება ცოცხალი ძალის შესვლა. ყველა უწყება მობილიზებულია ადგილზე და მიმდინარეობს სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები“, – აცხადებს ზაუტაშვილი.
კომენტარები