პარტია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ამჯერად პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს. პოლიტსაბჭოს სხდომა იმავე ადგილას, პარტიის ოფისში იმართება, სადაც პრემიერ-მინისტრი ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრებს შეხვდა. სხდომას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.
რაც შეეხება უშუალოდ გიორგი კვირიკაშვილსა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის შეხვედრას, როგორც ჟურნალისტებს მისი დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თემურ ჭკუასელმა განუცხადა, ”ბევრი საკითხი განიხილეს, რაც ქვეყნისთვის აქტუალურია, მათ შორის საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებული თემები”.
შეხვედრაზე პარტია ,,ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ახალი წევრის, დავით კოღუაშვილის განცხადებებზეც ისაუბრეს.
კომენტარები