თურქეთის პრეზიდენტი რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის ფაქტს გმობს. ამის შესახებ მან თურქული ტელეკომპანიების ეთერში განაცხადა.
ერდოღანმა მოკლული დიპლომატის ოჯახსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიუსამძიმრა. თურქეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთმა რუსეთისადმი საკუთარი სოლიდარობა ალეპოში ოპერაციისას აჩვენა.
ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ მომხდარის გამოსაძიებლად გაერთიანებული ჯგუფის ფორმირებას განახორციელებს. თურქეთის ლიდერის თქმით, მომხდარი არის პროვოკაცია მათი მხრიდან, ვისაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობისთვის ზიანის მიყენება სურს. მისივე განცხადებით, რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობას სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია რეგიონისთვის და ვისაც სურდა ამ კავშირისთვის ზიანის მიყენება, მიზანს ვერ მიაღწევს.
კომენტარები