საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ადასტურებენ, რომ მტკვრიდან ამოღებულ ავტომობილში სასულიერო პირის ცხედარი იყო.
მაშველებმა მდინარეში ჩაძირულ ავტომანქანას იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაგნეს.
შეგახსენებთ, რომ 17 მაისს გამთენიისას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრაგედია მოხდა. მშრალი ხიდის მიმდებარედ “ოპელის” მარკის ავტომობილი მტკვარში გადავარდა. საჭესთან სამების ტაძრის მღვდელ-მონაზონი ბასილ კორტავა იჯდა.
კომენტარები