რადიკალური ოპოზიციის უარგუმენტო კრიტიკის ფონზე ყოველთვის მკაფიოდ ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია თანხვედრაშია ევროპულ სტრუქტურებთან. რამდენიმე თვის წინ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინამ შეიმუშავა თამამი კანონი ოლიგარქების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ფსევდოევროპული ნაცოპოზიცია არ ღალატობს ტრადიციებს – მოქმედებს, როგორც კლასიკური მეხუთე კოლონა.
„რადიკალური ოპოზიციის უარგუმენტო კრიტიკის ფონზე ყოველთვის მკაფიოდ ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია თანხვედრაშია ევროპულ სტრუქტურებთან.
რამდენიმე თვის წინ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინამ შეიმუშავა თამამი კანონი ოლიგარქების წინააღმდეგ.
ევროპის მიერ მოწონებული კანონპროექტი გადმოიღო საპარლამენტო უმრავლესობამ. სააკაშვილის ომის პარტია იწუნებს, რადგან გვიან გააცნობიერა, რომ დეოლიგარქიზაცია მათ პოლიტიკურ სპონსორებს ეხებათ. ახლა უაზროდ ცდილობს უსუსტესი კონტრარგუმენტებით ინიციატივის დაბლოკვას, რაც არ გამოუვათ.
ფსევდოევროპული ნაცოპოზიცია არ ღალატობს ტრადიციებს – მოქმედებს როგორც კლასიკური მეხუთე კოლონა“, – წერს აბაშიძე.