საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტების მესამე მატჩი კარდიფში, უელსის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და 13:12 მოიგო.
ანგარიში ქართველებმა გახსნეს, ჯარიმა თედო აბჟანდაძემ გაიტანა, მაგრამ შემდეგ უელსმა უპირატესობა მოიპოვა, ორი გარდასახული ლელო გაგვიტანა და ტაიმი 12:3 მოგვიგო.
მატჩის მეორე ნახევარიც მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. თუმცა, 50-ე წუთზე მასპინძლები 10 წუთით კაცნაკლილნი დარჩნენ. ამ უპირატესობიტ ჩვენმე მორაგბეებმა ისარგებლეს – მე-60 წუთზე კარგი შეტევა განახორციელეს, რომელიც თოდუამ ლელოთი დააგვირგვინა, თედო აჟანდაძემ კი შედეგიანად გარდასახა და ანგარიში 12:10 გახდა.
შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ქართველებმა ჯარიმის უფლება მოიპოვა, რომელიც მატკავამ ზუსტად შეასრულა და საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სტუმრად უელსს 13:12 მოუგო.