წყალტუბოში, ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ”ქართული ოცნების” კოორდინატორებს, ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ. როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები აცხადებენ, წყალტუბოში, #52 უბანზე ”ქართული ოცნების” კოორდინატორმა ამომრჩეველს ფული გადაუხადა და მათ ამის დამადასტურებელი ვიდეო მასალაც გააჩნიათ.
”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის მამუკა საღარეიშვილის განცხადებით, ოცნების კოორდინატორები ამომრჩეველს 30-50 ლარს უხდიან.
კომენტარები