მსოფლიო ჩემპიონატის გამო, საკლუბო ფეხბურთი შეჩერებულია, შესაბამისად, “ნაპოლის” ქართველ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას ახლა დასვენებისთვის დრო გამოუჩნდა.
ხვიჩა საქართველოშია და დროს საყვარელ ადამიანებთან ერთად ატარებს. სტუმრობს სკოლებს, მშობლიურ წალენჯიხას, არიგებს ავტოგრაფებს და მისით შთაგონებული ბავშვების მიმართ სითბოსა და სიყვარულს არ იშურებს.
“კვარა” ამჯერად “ინსტაგრამზე” აქვეყნებს ახალ ფოტოს, სადაც ის შეყვარებულთან, ნიცა თავაძესთან ერთადაა აღბეჭდილი. ეს წყვილის პირველი ერთობლივი ფოტოა, რომელიც კვარაცხელიამ გაასაჯაროვა.
შეყვარებულების ფოტოს არაერთი კომენტარი მოჰყვა.საინტერესოა, რომ ზოგიერთი იტალიელი ფანი, მართალია, ხვიჩას პირად ცხოვრებაში წარმატებას უსურვებს, მაგრამ იქვე იუმორით უწერს, რომ “ახლა არა სიყვარულის, არამედ სკუდეტოს მოგების დროა.”
აქტიურობენ ხვიჩას თაყვანისმცემელი გოგონებიც:
“მინდოდა მე ვყოფილიყავი შენთან, მაგრამ…” – წერს ერთ-ერთი მათგანი.
ცნობისთვის, ნიცას შესახებ მედია ხშირად წერს, მათ შორის იტალიური გამოცემებიც. ის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი და ხვიCას მთავარი გულშემატკივარია. საყვარელ ადამიანს ხშირად აკითხავს იტალიაში და მის წარმატებებს იზიარებს.