გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩაზე 8 წლის გოგოს მიკროავტობუსი დაეჯახა.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა, როდესაც ბავშვი სკოლაში მიდიოდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებული მშობლებმა გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსში” თავად გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი დახმარება გაეწია.
ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მას თავის შიდა დახურული ტრავმები აღენიშნება, რის გამოც ის კატასტროფის ბრიგადას ამ წუთებში თბილისში გადაჰყავს.
კომენტარები