საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ლიდერი, სოზარ სუბარი მიხეილ საააკაშვილის Facebook-გვერდზეგამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება.
„სააკაშვილის თქმით, იანუკოვიჩმა საქმე აღძრა იუშჩენკოს წინააღმდეგ, საქართველოს „ბუკები“ რატომ მიჰყიდეო. ამის შემდეგ კი, სააკაშვილმა იანუკოვიჩი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. რა დამსახურებისთვის, ნეტავ?“, – აცხადებს სოზარ სუბარი.
მიხეილ სააკაშვილის Facebook-გვერდზეგამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია: „პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით, ჩვენ ბუკის სისტემები მინიმალურ ფასში ვიყიდეთ თავის დროზე. როდესაც უკრაინაში იანუკოვიჩი მოვიდა, იუშჩენკოს წინააღმდეგ საქმეც კი აღძრეს ბუკის საქართველოსთვის გადმოცემის გამო და ეს გააკეთეს რუსეთის დავალებით. უფრო მეტიც, ინსტრუქტორი – პოლკოვნიკი მამჩური, რომელიც ბუკის გამოყენებას გვასწავლიდა, რუსეთის აგენტებმა მოკლეს როვნოში 2017 წელს. ახლა ამერიკელებმა უკრაინას გადასცეს დიდი რაოდენობით რაკეტები ბუკისთვის. რაც მთავარია, ამ ნაბიჯით ჩვენ არა მხოლოდ უკრაინელებს ვუთხარით უარი, არამედ ამერიკელებსაც, მათი ჯაველინების უკრაინისთვის სესხებაზე“.