მინდა ვახსენო ურთიერთობა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. ეს ურთიერთობა დრომ გამოსცადა, სანდოობა უმაღლეს დონეზეა. ჩვენ ერთად განხორციელებული გვაქვს მნიშვნელოვანი, ისტორიული პროექტები: ნავთობისა და ბუნებრივი აირის მილსადენები, ახლა რკინიგზის პროექტი და ბევრი სხვა, რომელიც მომავალში იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
„ჩვენ, ამ ეტაპზე რკინიგზის მოდერნიზაციას ვახორციელებთ. 2024 წლისთვის იქნება დასრულებული და იმ ეტაპისთვის წარმადობა 48 მილიონი ტონა იქნება. ახლა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ვმუშაობთ აზერბაიჯანთან. რამდენიმე თვის წინ აზერბაიჯანმა დამატებითი დაფინანსება გამოყო ამ პროექტის დასასრულებლად, რომელიც მზად იქნება 2024 წელს და 25 მილიონი ტონა აქედან შემოვა. ამიტომ ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.