საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება, – ამის შესახებ პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განაცხადა.
„ვირუსული ფონი მოიხნა. ტემპერატურა აღარ აქვს. თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს. სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. კვლევები უტარდება და ამის მიხედვით იცვლება მკურნალობის მიმდინარეობა. ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები უტარდება, რათა დინამიკაში ვნახოთ რა ხდება. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობა გაგრძელდება, შეჩერდება ან შეიცვალება. სამივე ვარიანტი განიხილება, იმისდა მიხედვით, რა მონაცემები გვექნება. ნაღვლის ბუშტში ანთებითი პროცესი თანდათან უკან იხევს, რაც დამაიმედებელია“, – განაცხადა შარტავამ.
მისივე თქმით, დღეს ექიმები ითათბირებენ, რათა პატრიარქი ხვალინდელი საიუბილეო ღონისძიებების გამო არ გადაიღალოს.
ხვალ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე 84 წლის გახდება.