კინზინგერი აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი იყო და კარგად იცის, რომ საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, 15 წელია, რუსეთს არც ელჩი ჰყავს საქართველოში და ვერც ვერავის დავიბარებთ, მაგრამ შეგნებულად ავრცელებს დეზინფორმაციას, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში წერს.
სუბარის თქმით, „დაუძინებელი მეგობრები“ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობენ საქართველოს იმიჯის დაზიანებას.
„ოჯახმა მოიკვეთა, საკუთარმა პარტიამ შერისხა, კონგრესი დაატოვებინეს და ახლა საქართველოს კომენტატორი გახდა? ბატონი კინზინგერი აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი იყო და ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, შესაბამისად, 15 წელია, რუსეთს არც ელჩი ჰყავს საქართველოში და ვერც ვერავის დავიბარებთ, მაგრამ შეგნებულად ავრცელებს დეზინფორმაციას. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობენ ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანებას ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები“, – წერს სოზარ სუბარი.