NDI -ს გამოკითხვის შეკითხვაზე – „ჩამოთვლილი მოსაზრებებიდან რომელს ეთანხმებით?“ პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ბოლო ხუთი წლის მანძილზე საქართველო უფრო დაუახლოვდა ევროკავშირს – 30%;
საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან არ შეცვლილა – 29%;
საქართველო უფრო დაშორდა ევროკავშირს – 25%;
არ ვიცი -15%.
მაშინ, როდესაც იმავე შეკითხვაზე გამოკითხულთა განწყობები ამგვარად განაწილდა აგვისტოში: ბოლო ხუთი წლის მანძილზე საქართველო უფრო დაუახლოვდა ევროკავშირს – 28%; საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან არ შეცვლილა -27%; საქართველო უფრო დაშორდა ევროკავშირს – 30%; არ ვიცი -15.
NDI-ის ჩატარებულ კვლევით, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს ან არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს.
შეკითხვაზე, ამ ბარათზე მოყვანილი მოსაზრებებიდან, რომელია თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს – 30%; საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს – 38%; საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს – 18%; არ ვიცი – 13%.
კვლევის ავტორების ინფორმაციით, ანგარიში 3-დან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6%-ია.