ვახტანგ გომელაურმა დაამტკიცა, რომ ის არის ძალიან კარგი მმართველი იმ უწყების, რომელსაც ხელმძღვანელობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ეს არის გამოხატული საერთო მენეჯმენტი და მათ შორის რთულ სიტუაციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება. სადაც კი იყო რთული ვითარება, გარკვეული კრიტიკული მომენტი, ყველა შემთხვევაში, განსხვავებით ერთი მისი წინამორბედისგან, ყველა ვითარებაში, მან სათანადო მართვისა და რეაგირების უნარი აჩვენა. ვახტანგ გომელაურის საქმიანობა იმსახურებს უმაღლეს შეფასებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები