„ხალხის ძალის“ კანონპროექტიზე საუბრისას, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რომ მათთვის მისაღებია უფრო მკაცრი ვერსია.„ევროპელი სოციალისტების“ წევრის თქმით, ისინი აპირებენ, რომ მხარი ამერიკული კანონის ანალოგს დაუჭირონ.
„როგორც გავიგე, ამერიკული ვარიანტი უფრო მკაცრია, რაც შეეხება პირველ ვარიანტს, იქედან გამომდინარე რომ, ეგ ვარიანტი უფრო ლიბერალურია, ვიდრე ამერიკული ვარიანტი, მე რა თქმა უნდა ამერიკულ ვარიანტს დავუჭერ მხარს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
„ხალხის ძალა“ წარადგენს „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“ ალტერნატიულ კანონპროექტს, რომელიც ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი იქნება.
გუშინ, ბიუროს სხდომაზე, მოძრაობა „ხალხის ძალის“ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირდა.
კომენტარები
