რაც ხდება დღეს უკრაინაში, ჩვენთან ეს უკვე მოხდა 2008 წელს და როგორ არის – ქართველი კაცის სისხლი სისხლი არ არის და უკრაინელის სისხლი სისხლია?!, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კელი დეგნანის კომენტარის შეფასებისას განუცხადა.
„ჩვენ ქართველებმა ბევრი სისხლი გავიღეთ, 3 ომი გადავიტანეთ. სამოქალაქო ომი, ნატოს მისიებში ვიყავით. ჩვენმა ბიჭებმა სისხლი გაიღეს და გაწირეს. ეს არ არის სისხლი?, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
აშშ-ის ელჩმა დღეს განაცხადა, რომ უცნაურად ჩანს სისხლიანი რეჟიმის ამ ჟესტის [უვიზო რეჟიმისა და ფრენების აღდგენა] მიღება, რომელიც იმას უკეთებს ახლა უკრაინას, რაც საქართველოს 15 წლის წინ გაუკეთა.
კომენტარები