დაინგრა პარტია, აღარ არსებობს. შესაბამისად, სააკაშვილს რაიმე ილუზია ნუ გაუჩნდება, რომ ამ პარტიით რამეს მოახერხებს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ენმ ფაქტობრივად აღარ არსებობს, ის ორადაა გაყოფილი.
„ხაბეიშვილი მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე – პაროდია არ არის? თან პარტია, რომელიც ქვეყანაში ჩრდილოვან მმართველობას ებრძვის ვითომ-ვითომ და თვითონ ჩრდილოვანი მმართველობა აქვს დამკვიდრებული პარტიაში. რაზე ვლაპარაკობთ, დაინგრა პარტია, აღარ არსებობს. შესაბამისად, სააკაშვილს რაიმე ილუზია ნუ გაუჩნდება, რომ ამ პარტიით რამეს მოახერხებს, პარტია ფაქტობრივად აღარ არსებობს, ის ორადაა გაყოფილი“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
კომენტარები