ლევან ბერძენიშვილი სინამდვილეში საცოდავი კაცია და ამას აქვს ორი მიზეზი, ფსიქოლოგიური, მენტალური პრობლემები და მეორე ის, რომ იგი მუდმივად ასრულებს გარედან მიღებულ დავალებებს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ლევან ბერძენიშვილის განცხადება მარტივი სპეკულაციაა. სინამდვილეში, ამ კაცს თავისი სერიოზული პრობლემები აქვს და სჯობს ამას მიხედოს. მისი მთავარი პრობლემა არა იმდენად ფსიქოლოგიურია, რამდენადაც ის, რომ ყოველთვის დავალებებს ასრულებს. ლევან ბერძენიშვილი არის უცხოელი აგენტი, რომელიც იღებს დაკვეთებს, დავალებებს და ამ დავალებებით აგინებს ჩვენს ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს. ილია ჭავჭავაძეზე, აკაკი წერეთელზე, დავით აღმაშენებელზე, ერეკლე მეორეზე რა ილაპარაკა გახსოვთ ხომ?! და ასევე, თქვენ მოისმინეთ რა ილაპარაკა ბიძინა ივანიშვილზე. სამარცხვინო ცილისწამების კასკადი. ეს გასაკვირი არ არის, როდესაც წარსულზე ასე ლაპარაკობს და ისტორიისთვის ხაზის გადასმას ცდილობს, იქ აწმყოზე რომ იმავეს აკეთებს, ეს გასაკვირი არ არის. ლევან ბერძენიშვილი სინამდვილეში საცოდავი კაცია და ამას აქვს ორი მიზეზი, ფსიქოლოგიური, მენტალური პრობლემები და მეორე, ეს არის ის, რომ იგი მუდმივად ასრულებს გარედან მიღებულ დავალებებს“, – აღნიშნა კობახიძემ.