გიორგი ვოლსკიმ ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა შეაფასა. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის სიტყვა სტანდარტებს შეესაბამებოდა და საქართველოს საგარეო კურსი არ შეიცვლება.
„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის გამოსვლა შეესაბამებოდა ძირითადად იმ სტანდარტებს, რაზეც ჩვენ გვაქვს საუბარი. საკმაოდ ბევრია გაკეთებული იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო – არანაირი ცვლილება საქართველოს საგარეო კურსს არ ექნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
კომენტარები