რამდენიმე კვირის წინ, როცა მოსკოვი-თბილისის რეისი შესრულდა, მაშინ ვიხუმრე, რომ ელენე ხოშტარიას ფულს ვეღარ ურიცხავენ და ალბათ, პილოტმა ჩამოუტანა-თქო, როგორც ჩანს, არ მიხუმრია და ეს გადარიცხვები მართლაც გრძელდება, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძის თქმით, ელენე ხოშტარიას ქმედებები ფარისევლურია.
„პატარა ბავშვისთვისაც ცხადია, რომ რუსეთს შეუძლია, ნებისმიერ მომენტში დაფინანსება შეუწყვიტოს, თუ ის საჭიროდ ჩათვლის, რომ ელენე ხოშტარია რეალურად მას ებრძვის. ეს ყველაფერი იმის დასტური და ნათელი ცხადყოფაა, რომ სინამდვილეში, მისი ვითომ ანტირუსული გამოხტომები არის სრული სიყალბე, ფარისევლობა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა“, – განაცხადა სამხარაძემ.
კომენტარები