სექტემბერ-ოქტომბერში ხაბეიშვილი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აღარ იქნება. ჩემი ვარაუდით, პარტიის ახალი თავმჯდომარე იქნება დავით კირკიტაძე ან ლევან ბეჟაშვილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მამუკა გუგეშაშვილმა გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს ვანო მერაბიშვილი მართავს.
„დარწმუნებული ვარ, სადღაც სექტემბერ-ოქტომბერში ხაბეიშვილი აღარ იქნება თავმჯდომარე. ახალი თავმჯდომარე არ ვიცი ვინ იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ხაბეიშვილის შეცვლა რომ უნდათ, ეს ჩანს. ვინც მართავს დღეს პარტიას, ერთ-ერთი ვანო მერაბიშვილია. ის უკვე მიხვდა, რომ ხაბეიშვილი ვერ მართავს პარტიას. ფაქტობრივად დაყო, მიხვდა, რომ დაუშვეს დიდი შეცდომა. როდესაც გაიმარჯვა ნიკა მელიამ, მიულოცა მას ეს გამარჯვება. 5 დღეში დანიშნეს პოლიტსაბჭო, იმიტომ, რომ შიში ჰქონდათ პოლიტსაბჭოს არჩევნები რომ ჩატარდებოდა, უმრავლესობა, ცოცხალი ძალა იყო მელიას მხარეს და მოიგებდნენ ნიკა მელიას მომხრეები. ეს ძველი პოლიტსაბჭო უსამართლოდ გაუშვეს. სასწრაფო წესით ჩაატარეს არჩევნები, რადგან ზუსტად ამ თავმჯდომარეებით უნდათ ახალი, მომავალი თავმჯდომარე. ჩემი ვარაუდით, მომავალი თავმჯდომარე იქნება დავით კირკიტაძე ან ლევან ბეჟაშვილი. უნდათ და გახდებიან თუ ვერა, ამას ვერ ვიტყვი“, – აღნიშნა მამუკა გუგეშაშვილმა.