ქართულმა მხარემ გაეროში სახელმწიფოთა კონფერენციის მე -16 სესიაზე გენერალურ დებატებში მიიღო მონაწილეობა. დეპუტატი რატი იონათამიშვილი შშმ პირების უფლებების შესახებ სიტყვით გამოვიდა და საქართველოს სახელით განცხადება გააკეთა. გაეროში გამართული დებატები საქართველოში შშმ პირების უფლებების დაცვის დღეს დაემთხვა.
„დღეს ჩემი ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, სადაც ადამიანის უფლებების მხრივ მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა. ოკუპაციის გამო არ შეგვიძლია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გავუზიაროთ ჩვენი მიღწევები და მარი დავუჭიროთ მათ. ვიყენებთ ყველა შესაძლებელ ზომას ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებთა უფლებების დარღვევების აღმოსაფხვრელად, მათ შორის საერთაშორისო დღის წესრიგში საკითხის მუდმივი გააქტიურების გზით. საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არაერთი საქმე მოიგო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ოკუპაცია ორმაგად აზიანებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მდგომარეობას. ამიტომ ოკუპაციის წინააღმდეგ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა, იმიტომ რომ რუსეთის აგრესიის გამო, ოკუპაციისგან გამოწვეული ტკივილისგან მავნე შედეგებს დღეს პირველ რიგში საქართველოსა და უკრაინაში მცხოვრები შშმ პირები განიცდიან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.