ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში დაპირისპირების დროს 20 წლამდე ახალგაზრდა დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭს ჭრილობები არასრულწლოვანმა მიაყენა.
დაშავებული 112 ის ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე დაიწყო.
კომენტარები
