„ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების საკითხს გამოეხმაურა.
„ნაცმოძრაობა“ „ლელო“ არ არის? გახარია, „ევროპული საქართველო“? ყველა არის ყლორტი წამოსული იმ ხიდან, რასაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია. ახლა ვინ სად გაერთიანდება, რომელ ხესთან და რომელ ყლორტთან, ამას არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან საზოგადოებას არ სურს ქუჩაში ხალხის დახოცვა, წამება, პატიმრების უფლებების შელახვა. რა საერთო აქვს ვაშაძის პარტიას ევროინტეგრაციასთან. გამოსვლა აქვს ევროპული, მიზნები თუ რიტორიკა? „ნაცმოძრაობამ“ საქართველო სწორედ პრორუსული პოლიტიკისკენ წაიყვანა. 2008 წლის რეზოლუციით დაწყებული რუსეთისთვის სტრატეგიული ობიექტების გადაცემით დამთავრებული“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
კომენტარები