„ქართულმა ოცნებამ“ მორიგი პარტიული კონფერენცია დედოფლისწყაროში გამართა.
პარტიის ლიდერები ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ, სადაც რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები აირჩიეს. პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი გახდა.
დღესვე ანალოგიური სახის შეხვედრები რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში – სიღნაღსა და საგარეჯოშიც გაიმართება. ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნება“ ჯამში 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს.
კომენტარები