ახალციხის და ტაო-კლარჯეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს.
ახალციხის და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია ვარძიის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად გაჭვარტლულ ფრესკებზე. ეპარქიის წარმომადგენლები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან სიტყვიერ შეთანხმებაზე საუბრობენ. ამ შეთანხმების მიხედვით,ტაძარში მკაცრი კლიმატის გამო გაზაფხულამდე შეჩერებული სარეაბილიტაციო სამუშოები არ განახლდება, ღვთისმსახურება შეჩერებულია და ტაძარი როგორც მომლოცველებისთვის, ასევე ტურისტებისთვის დაკეტილია. ტაძარში წირვა ხანძრის გაჩენის შემდეგ სულ ორჯერ აღევლინა.
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია მზად არის მონაწილეობა მიიღოს ვარძიის ფრესკების რესტავრაციაში.
ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ხანძარი გასული წლის ნოემბერში გაჩნდა, რომლის დროსაც მე-12 საუკუნის დროინდელი უნიკალური ფრესკები გაიჭვარტლა.