რა თქმა უნდა, ახლა უკრაინა ომშია და მას ბევრი რამ ეპატიება, თუმცა, მე მგონი, ამ შემთხვევაში ცოტა ზედმეტი იყო, – ასე აფასებს ჰერმან საბო ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას. პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ წევრი უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე ქართველი ოპოზიციონერების რეაქციაზეც საუბრობს.
„კოლეგების სიხარული იმით არის გამოწვეული, რომ ნახეს „ქართული ოცნების“ განცხადებების საპირწონედ გადადგმული ნაბიჯი ნახეს, როდესაც ბატონმა ზელენსკიმ დემარში მოუწყო ელჩს და კონსულტაციებისთვის გამოუშვა თბილისში. ალბათ ამას უკავშირდება ეს განცხადებები და არა იმას, რომ ჩვენ შორის ურთიერთობები გაფუჭდება“, – მიიჩნევს საბო.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს. მან ასევე დაავალა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაიბაროს უკრაინაში საქართველოს ელჩი, რათა „გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში“.