საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართული აქცია მედიასთან შეაფასა.
ირაკლი კირცხალიას თქმით, მთავარია მათ ის პერფორმანსი არ ჩაატარონ, რაც ზურა გირჩი ჯაფარიძემ – საოკუპაციო ხაზთან.
„60-70 დადის-ხოლმე, შეიძლება ნაკლებიც. ესეც ალბათ, მაქსიმუმია, დაახლოებით, 20 კაცი დააკლდათ, რადგან დაანონსებული 20:00 საათი არ იყო – სხვა დროს, შაბათს მოუწიათ ამ პერფორმანსის კეთება.
მთავარია, არ ჩაატარონ ის პერფორმანსი ამ სექტანტებმა, რაც ზურა გირჩი ჯაფარიძემ დაანათლა მათ საოკუპაციო ხაზთან“, – განაცხადა კირცხალიამ.
კომენტარები
