ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მადლობა გადაუხადა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ახლა უკვე მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა აღნიშნა, რომ მუშაობას ორმაგი შემართებით გააგრძელებს.
„მინდა მადლობა გადავუხადო პოლიტსაბჭოს თითოეულ წევრს, საპატიო თავმჯდომარეს, პარტიის თავმჯდომარეს. ჩემთვის ეს ორმაგი პასუხისმგებლობაა და ორმაგი შემართებით გავაგრძელებ პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად უკვე ამ ამპლუაში მუშაობას. იცით, რომ გამოწვევა ბევრია ქვეყანაში და არა მხოლოდ შიდაპოლიტიკურად, საგარეო პოლიტიკის კუთხითაც“, – აღნიშნა კირცხალიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრები გახდნენ.
კომენტარები
