თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჯარი ორგანიზებული სტრუქტურაა, ძალიან სწრაფად ჩაერთო და ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთზე გაიშალა. ასევე გვაქვს საინჟინრო საშუალებები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ სამუშაოებს. ბუნებრივია, არც ამის ცოდნა აქვს მოხალისეებს, რომ ეს აღჭურვილობა გამოიყენონ, შესაბამისად, ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა ჯარის ჩართვა, – ამის შესახებ „ქრონიკას“ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განუცხადა.
„დილიდან მივიღეთ პრემიერის დავალება, რომ თავდაცვის ძალები ჩართულიყო ამ პროცესში. დასავლეთ სარდლობიდან და გვარდიიდან დავიძარით ორი ასეულით. ამ წუთას ჩართულია ცოცხალი ძალა, მუშაობენ ლოკალურ ტერიტორიაზე, სადაც იპოვეს მიცვალებულები და სადაც, დიდი ალბათობით, კიდევ შეიძლება იყოს მიცვალებული. ასევე ვმუშაობთ ჩვენი ტექნიკითაც. ჩამოტანილი გვაქვს სექციური საფეხმავლო ხიდი, რომელსაც გავშლით და უფრო წინ მივიწევთ სიღრმეში, მას შემდეგ, რაც დაამთავრებენ სამუშაოებს იქ, სადაც ახლა მუშაობენ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჯარი ორგანიზებული სტრუქტურაა, ძალიან სწრაფად ჩაერთო და ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთზე გაიშალა. ასევე გვაქვს საინჟინრო საშუალებები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ სამუშაოებს. ბუნებრივია, არც ამის ცოდნა აქვს მოხალისეებს, რომ ეს აღჭურვილობა გამოიყენონ, შესაბამისად, ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა ჯარის ჩართვა“, – აცხადებს ჯუანშერ ბურჭულაძე.