59 წლის ქალმა პირველი შვილი გააჩინა ბათუმის ერთ–ერთ კლინიკაში. ბავშვი საკეისრო კვეთით დაიბადა.
როგორც კლინიკაში აღნიშნავენ, წყვილს დიდი ხნის მანძილზე არ ჰყავდა შვილი. ბავშვის მამა დაახლოებით 60 წლისაა.
მეან-გინეკოლოგის, კლინიკის ხელმძღვანელის, ჯუმბერ უნგიაძის თქმით, დედა და ახალშობილი კარგად გრძნობენ თავს.
კომენტარები