სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ოპერაცია ბერლინის კლინიკაში დაიწყო.
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მამა ნიკოლოზის განცხადებით, გერმანელი ექიმების თქმით, პატრიარქის მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო.
”პატრიარქის მდგომარეობა, როგორც გერმანელი ექიმები ამბობენ, უფრო უკეთესია, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო”, – განაცხადა მამა ნიკოლოზმა.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ილია მეორეს კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა. მიღებული მონაცემების საფუძველზე ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა.
პატრიარქი ბერლინში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.
კომენტარები