სამგორის რაიონში, ვარკეთილის ზემო პლატოს, II მკ/რ-ის N25-თან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 500 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური წყალსადენის ქსელი დაზიანდა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფები და დაზიანების აღდგენის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დაზიანების ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების წარმოება, რამდენიმე საათის განმავლობაში, წყალსადენის ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 13 თებერვალს 07:30 საათიდან, 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:
სამგორის რაიონში: ზემო პლატოს დასახლება; კალოუბნის და ხომლელის ქუჩების ნაწილს; აეროდრომის დასახლების VII – XIV ქუჩებს; ჯავახეთის I და II შესახვევებს; სამხედროს დასახლებაში: აბაშვილის ქუჩას;
ისნის რაიონში: წულუკიძის III შესახვევს; გიორგაძის, წულუკიძის და მიმდებარე ქუჩებს; კახეთის გზატკეცილის ნაწილს.
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.