მადამ სალომე, ევროპას ხმას რომ მიაწვდენთ, ექო უკან როგორ ბრუნდება, ევროებით? თუ ხაზარაძესავით, ამერიკაში მიწვდენილი ხმის ექო, უკან დოლარებით რომ უბრუნდება?!, -ამის შესახებ კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა X-ზე წერს და პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება.
„და ეს ჩიტები? ამბები რომ მიაქვთ-მოაქვთ! რა ხმაზე გეჭიკჭიკებიან? თქვენ მშობლიურ ევროპულზე თუ გაღმა ნაპირის ენა ურჩევნიათ?“, – წერს ხაინდრავა.
კომენტარები