ღმერთმა დაგლოცოთ! მადლობელი ვარ, რომ ჩამოხვედით გერმანიაში. ოპერაცია კარგად ჩატარდა, – მიმართა ჟურნალისტებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბერლინის კლინიკაში, პალატაში გადაყვანის შემდეგ.
უწმინდესი ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ქართველ ჟურნალისტებს პატრიარქის პალატაში გადაღების უფლება სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა მისცა. ოპერატორებს ოპერაციის შემდეგ უწმინდესის პირველი კადრების გადასაღებად 1 წუთი მისცეს.
არსებული ინფორმაციით, ილია მეორე სამშობლოში კვირის ბოლოს დაბრუნდება.
კომენტარები