დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაიყვანასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას.
მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი სპეკულაციების ნაწილი იყო და მას ამ მხრივ პრობლემები არ ჰქონია.
„ალბათ შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას. ცხადია, მას არასდროს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. ეს იყო ჩვეულებრივი სპეკულაციები. უბრალოდ კამპანიას აწარმოებდა ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. თუკი რაიმე დაავადება არსებობს მსოფლიოში, ამ ადამიანს თითქოს ყველა დაავადება ჰქონდა, ასე საუბრობდნენ და ამბობდნენ მისი მხარდამჭერები, ოჯახის წევრები. რელობაში, ეს ადამიანი იყო დიეტაზე, შესანიშნავ ფორმაშია, კარგად გამოიყურება. ალბათ შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში გადაიყვანოს.
„მოვუწოდებთ „ოცნებას“, შეწყვიტოს წინასაარჩევნო სპექტაკლი, ნუ იყენებს სასამართლოს საკუთარი წინასაარჩევნო პიარმიზნების მისაღწევად, ნუ ეხმარება დაშლილ „ნაცმოძრაობას“ ხელახლა გაერთიანებაში და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა.