საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს ის ინფორმაცია, ფაქტები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს უკავშირდება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
„მნიშვნელოვანია იცოდეს, როგორ გამოიწვია მათმა მოღალატეობრივმა პოლიტიკამ ჩვენი სამშობლოს 20%-ის ოკუპაცია და არა მარტო ეს, უნდა იცოდეს იმ სისტემური დანაშაულების შესახებ, რომელსაც ეს რეჟიმი ჩადიოდა“, – განაცხადა სეფაშვილმა.
„ხალხის ძალა“ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას ითხოვს. საზოგადოებრივი მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ ამ პარტიამ საკუთარ ქმედებებზე პასუხი არა მხოლოდ პოლიტიკურად, სამართლებრივადაც უნდა აგოს.
კომენტარები