პენტაგონის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
„მხარეებმა განიხილეს ისრაელის სამხედრო კამპანია ღაზაში და მზადება სტაბილიზაციის ეტაპისთვის, რომელიც მოჰყვება ძირითად საბრძოლო ოპერაციებს“,– აღნიშნულია განცხადებაში.
პენტაგონის განმარტებით, ოსტინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა აშშ-ის გადაწყვეტილება, უზრუნველყოს, რომ „ჰამასი“ აღარ დაემუქრება ისრაელის უსაფრთხოებას და ხაზი გაუსვა ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების დაჩქარების მნიშვნელობას.
ამასთან, პენტაგონის ცნობით, მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც.
კომენტარები