აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკრიტიკა ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმის გამო, რომ მან უარი თქვა პოლიტიკური ძალადობის დაგმობაზე, განსაკუთრებით 2021 წლის 6 იანვრის მოვლენების შემდეგ.
“ნათლად მომისმინეთ: მე ვიტყვი იმას, რასაც დონალდ ტრამპი არ იტყვის. პოლიტიკური ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია აშშ-ის პოლიტიკურ სისტემაში. პოლიტიკურ ძალადობას არ აქვს ადგილი დემოკრატიაში”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ჯო ბაიდენის თქმით, ადამიანები, რომლებიც 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, იყვნენ ამბოხებულები და არა პატრიოტები და რომ არეულობა იყო ძალადობრივი თავდასხმა და არა მშვიდობიანი პროტესტი.
“6 იანვრის ფაქტების გადაწერის მცდელობით ტრამპი ისტორიის მოპარვას ისევე ცდილობს, როგორც არჩევნების მოპარვას ცდილობდა. მაგრამ სიმართლე ვიცოდით, რადგან ჩვენი თვალით დავინახეთ ის”, – დასძინა ჯო ბაიდენმა.