აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს არ მისცემს უფლებას, აიძულოს აშშ უარი თქვას დემოკრატიაზე.
“მე უარს ვამბობ იმის დაჯერებაზე, რომ 2024 წელს ჩვენ, ამერიკელები, ავირჩევთ უარის თქმას იმაზე, რამაც მსოფლიოს ისტორიაში უდიდეს ერად გვაქცია: თავისუფლება. დემოკრატია ჯერ კიდევ წმინდა საქმეა და მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს ამერიკაზე უკეთესად გაუძღვებოდა”, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
კომენტარები