აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი დემოკრატიაზე თავდასხმას გეგმავს.
“ტრამპის თავდასხმა დემოკრატიაზე არ არის მხოლოდ მისი წარსულის ნაწილი. ეს არის ის, რასაც ის გვიპრდება მომავლისთვის. მან ეს პირდაპირ განაცხადა. ის არ მალავს ამას”, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
“ტრამპმა 2024 წლის [საპრეზიდენტო არჩევნების] კამპანია დაიწყო ჩვენს კაპიტოლიუმზე წარუმატებელი ძალადობრივი თავდასხმის განდიდებით. ადამიანი, რომელსაც პრეტენზია აქვს კანონსა და წესრიგზე, იცავს უკანონობასა და უწესრიგობას. ტრამპს არ ადარდებს თქვენი მომავალი. ტრამპი ახლა გვპირდება შურისძიების სრულმასშტაბურ კამპანიას”, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კომენტარები